ასფალტბეტონის წარმოება
საქართველოში ყველაზე დიდი, საათში 320 ტონამდე წარმადობის მქონე თანამედროვე გერმანული ასფალტო-ბეტონის შემრევი ქარხანა Benninghoven ECO 4000. ქარხანა განლაგებულია თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე, ჯეუ გრუპის საწარმოო ბაზაზე. მოქნილი ლოკაცია საშუალებას გვაძლევს უსწრაფესად მივაწოდოთ ასფალტის ნარევი სხვადასხვა ობიექტს დედაქალაქის მასშტაბით თუ ქალაქგარეთ. 55 ტონამდე ცხელი ნარევის შენახვის შესაძლებლობა კი ჩვენი კომპანიისა თუ ჩვენი პარტნიორებისთვის არაორდინალური სიტუაციების გასამკლავებლად მოსახერხებელი საშუალებაა.
ECO მოდული კი ნახშირბადის გაფრქვევებს და შესაბამისად გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ქარხანას გააჩნია ხმაურის დაბალი დონე, ხოლო მისი უსაფრთხოების სისტემები, გამორიცხავს ნავთობპროდუქტების დაღვრას და ნიადაგში მოხვედრას.
ბიტუმის ემულსიის წარმოება
ბიტუმის ემულსია ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაქსიმალური ხარისხის მისაღებად ჯეუ გრუპი კომპანია MARINI-ს emulFALT 15 -ის ტიპის, ბიტუმის ემულსიის თანამედროვე საწარმოს იყენებს, რომლის წარმადობაც საკმაოდ მაღალი – 15 ტონა/საათია. საწარმოს ჯამში ერთიანად 25 ტონამდე ცხელი ემულსიის შერევა და შენახვა შეუძლია. მაღალი წარმადობა, ემულსიით სტაბილიზაციის პროექტებისთვის სწრაფი და მოქნილი საშუალებაა.