სატრანსპორტო - ლოგისტიკური მომსახურება
ჯეუ გრუპი გთავაზობთ სამშენებლო თუ სპეცტექნიკით მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანიის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათეული სატვირთო თუ სხვადასხვა სახის სამშენებლო სპეცმანქანა გადის მუდმივ განახლებისა და სარემონტო სერვისებს. საქართველოს მასშტაბით არსებული ტექნიკებისა თუ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მუდმივად განახლებადი ბაზები, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მომსახურება, როგორც ერთჯერადად, ასევე გრძელვადიანი იჯარების საშუალებით.
- ბეტონის პროფილური პარაპეტების და ბორდიურების, ასევე წყლის არხების ადგილზე ჩამოსხმა სპეციალიზებული ბეტონის ჩამომსხმელი ტექნიკით
- მყარი ქანების მოჭრა სამტვრევი და ჰიდროჩაქუჩებით
- სხვადასხვა ზომისა და წონის, ასევე არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის მომსახურებები
- კრანებით მომსახურება
- ტელესკოპური და ჩანგლოვანი დამტვირთველებით მომსახურება
- ასფალტ-ბეტონის საფარის დამგები სპეციალიზებული ტექნიკა
- ასფალტ-ბეტონის ტკეპნისთვის საჭირო სპეციალიზებული კომპლექტები
- ასფალტ-ბეტონის გადაზიდვა - მიწოდება
- სამშენებლო ინერტული მასალების გადაზიდვა
- ბეტონის შემრევი მანქანებით მომსახურება
- მიწის მასების ექსკავაციები სხვადასხვა ზომის და სიმძლავრის ექსკავატორებით