მშენებლობა და პროექტების მართვა
გამოცდილი სამშენებლო გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა პროექტების დაგეგმვა და მართვა თანამედროვე და ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკებით იმართებოდეს. მშენებლობისა და პროექტების მართვის ჭრილში ჯეუ გრუპი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:
- საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება (გზები,ხიდები და გზასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა და კომუნიკაცია)
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
- სრული გეოდეზიური მომსახურება
- ტენდერის განფასება - ხარჯების ნაწილის ანალიზი კომპანიის ისტორიული გამოცდილების და ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით
- სამშენებლო პროექტების პროცესების მართვა: გეგმა-გრაფიკები, რეპორტინგი და ანალიტიკა.