კომპანია ჯეუ გრუპი დაარსდა 2008 წელს. განვითარების საწყის ეტაპზე კომპანიის საქმიანობას სამშენებლო ტექნიკის იჯარა წარმოადგენდა. მოგვიანებით კომპანიამ საქმიანობის სახე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ სახელმწიფოს დაკვეთით საგზაო სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საქმიანობაში 2013 წლიდან ჩაერთო.

დღესდღეობით კომპანიის პროფილს სამოქალაქო მშენებლობის მრავალი მიმართულება, კერძოდ კი ნაპირსამაგრი, საგზაო, გვირაბების, ხიდების მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, და წყალსადენი თუ სანიაღვრე სისტემების მოწყობა წარმოადგენს.

100-ზე მეტი წარმატებულად განხორციელებული პროექტი, თანამედროვე სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ის ფაქტორებია, რის გამოც კომპანიას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დამკვეთები ენდობიან უკვე მრავალი წელია.