საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება: მშენებლობის დაწყებამდე ღია და გამჭვირვალე საკომუნიკაციო არხების შემუშავება, შემდგომში დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობისა და ჩართულიბის გასაზრდელად. რეგულარული შეხვედრები მოლოდინების განსასაზღვრად, პროგრესის თვალყურის დევნებისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.
დაგეგმვა და დიზაინი: ჩვენი დიზიანისა და საინჟინრო გუნდების დახმარებით, სრულფასოვნად ვაფასებთ თქვენი პროექტის განხორციელებადობას. აღნიშნული ეტაპი მოიცავს სამშენებლო ნახაზების და სპეციფიკაციების გენერირებას, პროექტის დეტალურად გაწერას და პროექტის ვადების განსაზღვრას.
ბიუჯეტირება და ხარჯების განსაზღვრა: თქვენი პროექტისთვის მკაფიო ფინანსური გეგმის შემუშავება. აღნიშნულიი, ითვალისწინებს ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებს, საინჟინრო მომსახურეობის, შრომის და სხვა ტიპის მატერიალურ ხარჯებს, რაც თქვენი პროექტის წინასწარ გაწერილი ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენის გარანტიას იძლევა.
რისკების მართვა: პოტენციური რისკების პროაქტიული იდენტიფიკაცია და მათ შესამცირებლად ეფექტური სტრატეგიების დანერგვა. აღნიშნული, პოტენციური საფრთხის განსაზღვრას, მათი გავლენის შეფასებას და შემსუბუქების ან აღმოფხვრის სტრატეგიების შემუშავებას გულისხმობს.
შესყიდვები: შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა მასალებისა და სერვისების მოპოვების ოპტიმიზაციის მიზნით, რაც ხარჯების ეფექტურობას და დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. ჩვენი შესყიდვების გუნდი პროექტისთვის საჭირო მასალებისა და აღჭურვილობის დროულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.